biyEMAXkT

line

Baker Tilly International

frontcover2960x300

საერთო შემოსავლების მიხედვით, BAKER TILLY INTERNATIONAL-ი წარმოადგენს სიდიდით მე-8 ქსელს მსოფლიოში. გასულ ფინანსურ წელს ქსელის საერთო შემოსავალმა 3.8 მლრ. ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. ქსელი წარმოდგენილია მსოფლიოს 141 ქვეყანაში 165 წევრი ფირმით (745 ოფისით) და ოცდარვა ათასზე მეტი თანამშრომლით. BAKER TILLY INTERNATIONAL-ი თავისი კლიენტებისათვის უზრუნველყოფს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უმაღლესი დონის აუდიტორულ და ფართო სპექტრის საკონსულტაციო მომსახურებას, რაც განპირობებულია ქსელის წევრებს შორის კომუნიკაციების, ურთიერთანამშრომლობისა და კორდინაციის პერმანენტული განვითარებით.

ხარისხი

 

  • ქსელში შემავალი თითოეული ფირმა იყენებს უმაღლესი დონის ერთიან პროფესიულ სტანდარტებს და პერმანენტულად ახორციელებს სპეციალისტების, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას.
  • ქსელის წევრი ფირმები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ BAKER TILLY INTERNATIONAL-ის ხარისხის უზრუნველყოფის საერთო სახელმძღვანელოებით.
  • ქსელის წევრ ფირმებს შორის რეგულარულად ხორციელდება ხარისხის კონტროლისა და ადგილზე შემოწმების (peer review) პრაქტიკა.
ადგილობრივი გამოცდილება და გლობალური რესურსები

  • BAKER TILLY INTERNATIONAL-ი სხვადასხვა ეკონომიკურ დარგში მოღვაწე დიდ და საშუალო საწარმოთათვის პროფესიული მომსახურების წარმატებული მიმწოდებელია.
  • ქსელის ნებისმიერ წევრს შეუძლია მიმართოს სხვა წევრს როდესაც გაჩნდება ამის საჭიროება რომელიმე კლიენტთან დაკავშირებით.
  • წევრი ფირმების უმრავლესობა წარმოადგენს აღიარებულ ლიდერებს საკუთარ ბაზარზე, ადგილობრივი სააღრიცხვო და საკანონმდებლო გარემოს საფუძვლიანი ცოდნითა და დიდი გამოცდილებით.

ქსელის სტრუქტურა

BAKER TILLY INTERNATIONAL-ის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში. ქსელის მმართველი საბჭო შედგება 16 წევრისაგან. საბჭო იკრიბება პერიოდულად და ძირითადად განიხილავს სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებს (მათ შორის ახალი წევრების მიღების შესახებ). საბჭო ირჩევს უმაღლეს აღმასრულებელ ოფიცერს, რომელიც უძღვება ქსელის ყოველდღიურ საქმიანობას.

შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია არის Baker Tilly International -ის დამოუკიდებელი წევრი. Baker Tilly International Limited ინგლისური კომპანიაა. Baker Tilly International არ უწევს პროფესიულ მომსახურებას კომპანიებს. ქსელის ყველა წევრი ფირმა არის დამოუკიდებელი იურიდიული ერთეული. შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია არ არის Baker Tilly International -ის აგენტი და მას არ ააქვს უფლებამოსილება  დააკვაშიროს რაიმე თავის ქმედებასთან Baker Tilly International ან იოქმედოს Baker Tilly International -ს სახელით. არც Baker Tilly International, არ  შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია და არც Baker Tilly International ქსელის რომელიმე სხვა წევრი არ არის რაიმე სახიტ პასუხიმგებელი ერთმანეთის ქმედებებზე ან შეცდომებზე. Baker Tilly- ის სახელი და მასთან ასოცირებული ლოგო გამოიყენება Baker Tilly International Limited მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.