biyEMAXkT

line

აუდიტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება

ჩვენი ფირმის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს აღრიცხვის სხვადასხვა პრინციპების საფუძველზე მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებათა აუდიტი. ყოველი ცალკეული აუდიტური მომსახურება ხორციელდება იმ მიდგომის, ტექნიკისა და პოლიტიკის გამოყენებით, რაც ჩამოყალიბებულია ჩვენი ფირმის აუდიტის სახელმძღვანელოში;

ზემო აღნიშნული უზრუნველყოფს მომსახურების მუდმივ შესაბამისობას ფირმის ხარისხის უზრუნველყოფის ტექნიკურ სტანდარტებთან. სახელმძღვანელო შექმნილია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის აუდიტის ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტაციის (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტერთა ეთიკის კოდექსი და სხვა) საფუძველზე. აუდიტის სახელმძღვანელოში, გარდა ზოგადი პოლიტიკისა, განხილულია ცალკეულ სპეციფიურ დარგებში მომუშავე ორგანიზაციათა აუდიტისას განსახორციელებელი დამატებითი პროცედურები.

მმართველი პარტნიორი

8-copy

ივანე ჯელია
+995 32 2438999 (205)
+995 599 557393
vjelia@bakertillygeorgia.ge
პარტნიორი

8-copy

ბესიკ ბისეიშვილი
+995 32 2438999 (202)
+995 599 637676
bessik@bakertillygeorgia.ge