biyEMAXkT

line

ჩვენ შესახებ

batch of colored thread

Baker Tilly Georgia დაარსდა 1996 წლის ივლისში, თბილისში. ჩვენ წარმოვადგენთ აუდიტის, ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურების ერთ-ერთ პირველ მიმწოდებელს საქართველოში. არსებობის წლების განმავლობაში, ფირმამ შეძლო შეექმნა მაღალხარისხიანი და სანდო პროფესიონალური მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაცია, რაც აისახება კიდეც Baker Tilly Georgia-ს პერმანენტული დამკვიდრებით დარგის ყოველწლიური რეიტინგის პირველ-მეორე საფეხურებზე. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოლექტივის მეშვეობით ფირმას გააჩნია საშუალება აუდიტი, ბუღალტრული და მასთან დაკავშირებული პროფესიონალური მომსახურება, ასევე, ფართო სპექტრის კონსულტირება გაუწიოს საშუალო და მსხვილ კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობის პრაქტიკულად ყველა დარგში.

როგორც დარგის ლიდერი, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას დავაკმაყოფილოთ და გავამართლოთ ჩვენი კლიენტების მოლოდინი, როგორც “სამაგალითო” პროფესიონალურმა ბუღალტრულმა ფირმამ. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ვაკმაყოფილებთ მას ერთადერთი ჭეშმარიტი საშუალებით – უპირობო შესაბამისობით საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის კოდექსთან პროფესიონალი ბუღალტრებისათვის. საერთაშორისო ქსელის წევრობა და ჩვენი ხარისხის კონტროლის პოლიტიკა საშუალებას გვაძლევს მუდმივად თვალი ვადევნოთ, ჩვენს პროფესიულ დარგში, მსოფლიოში მიმდინარე განვითარებას და ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე პროფესიულ და ტექნოლოგიურ მიღწევებზე დაფუძნებული მომსახურება.

2003 წლის თებერვლიდან Baker Tilly Georgia არის დამოუკიდებელი წევრი BAKER TILLY INTERNATIONAL–ისა. BAKER TILLY INTERNATIONAL -ი წარმოადგენს სიდიდით მე-8 ქსელს მსოფლიოში. გასულ ფინანსურ წელს ქსელის საერთო შემოსავალმა 3.8 მლრ. ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. ქსელი წარმოდგენილია მსოფლიოს 141 ქვეყანაში 165 წევრი ფირმით (745 ოფისით) და ოცდარვა ათასზე მეტი თანამშრომლით.

შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია არის Baker Tilly International -ის დამოუკიდებელი წევრი. Baker Tilly International Limited ინგლისური კომპანიაა. Baker Tilly International არ უწევს პროფესიულ მომსახურებას კომპანიებს. ქსელის ყველა წევრი ფირმა არის დამოუკიდებელი იურიდიული ერთეული. შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია არ არის Baker Tilly International -ის აგენტი და მას არ ააქვს უფლებამოსილება  დააკვაშიროს რაიმე თავის ქმედებასთან Baker Tilly International ან იოქმედოს Baker Tilly International -ს სახელით. არც Baker Tilly International, არ  შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია და არც Baker Tilly International ქსელის რომელიმე სხვა წევრი არ არის რაიმე სახიტ პასუხიმგებელი ერთმანეთის ქმედებებზე ან შეცდომებზე. Baker Tilly- ის სახელი და მასთან ასოცირებული ლოგო გამოიყენება Baker Tilly International Limited მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.